ზუგდიდში გაიხსნა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის რეგიონული ოფისი.

7 დეკემბერი 2018

 პარასკევს, 7 დეკემბერს ზუგდიდში გაიხსნა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის რეგიონული ოფისი.

ღონისძიებას დაესწრნენ ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე დავით ასათიანი, საოლქო პროკურატურის, სამეგრელო - ზემო სვანეთის გუბერნატორის, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები და ადგილობრივი ადვოკატები.

 

ახალი ინფრასტრუქტურული ერთეულის მეშვეობით ადვოკატთა ასოციაცია უფრო ხარისხიანად მოემსახურება სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის ადვოკატებს. ასევე, უფრო მეტად კომფორტული და ხელმისაწვდომი გახდება როგორც განგრძობადი იურიდიული განათლების აქტივობებში მონაწილეობა, ასევე ასოციაციის საკომიტეტო თუ სხვა საქმიანობაში ჩართულობა.

 

ზუგდიდის საოფისე ფართი ადვოკატთა ასოციაციას უვადო სარგებლობაში სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ 2018 გადასცა. 
განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით საქართველოს მთავრობას და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს იურიდიული პროფესიისათვის გაწეული მხარდაჭერისთვის.

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი